„ჯანსაღი კვება ჯანმრთელობის საწინდარია!“ - ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
03-06-2021

„ჯანსაღი კვება ჯანმრთელობის საწინდარია!“ – ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალში დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი განახორციელეს. მათ მასწავლებელი ლელა მიქელაძე ხელმძღვანელობდა.

„მე-2-ბ კლასის მოსწავლეებმა საკვები პროდუქტების მნიშვნელობაზე, როგორც ენერგიის წყაროზე ისაუბრეს და გემრიელი სალათიც მოამზადეს. პროცესში ყველა მათგანი დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთო. როგორც აღნიშნეს, სამზარეულოში სუფთად და მოხერხებულად მუშაობისათვის ლამაზი წინსაფარი, ხელთათმანები და ხილაბანდები აუცილებელია. 

პატარებმა საკუთარი ხელით მომზადებული სალათი თავადაც დააგემოვნეს და  ოჯახის წევრებსაც წაუღეს, რომლებისგანაც გულწრფელი შექება დაიმსახურეს“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203