ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე ღონისძიებით აღნიშნეს
03-06-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, გასართობი ღონისძიებები გაიმართა.
სკოლის ეზოში ერთმანეთს მოცეკვავე და მომღერალი ბავშვები ცვლიდნენ. სპორტული შეჯიბრებებისა და ხატვის კონკურსისითვის ცალკე ადგილები იყო გამოყოფილი. ამ ღონისძიებას სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.
უნდა ითქვას, რომ ბარალეთის სკოლაში მსგავსი აქტივობები სხვა დროსაც ხორციელდება და მასში ბავშვები სიხარულით მონაწილეობენ.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია