ახმეტის N1 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
03-06-2021
ახმეტის N1 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

სკოლაში 1 ივნისს სხვადასხვა სახალისო აქტივობა მოეწყო. მოსწავლეებმა მოხატეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია და დღე მხიარულად გაატარეს.

„ლაღი ბავშვობა და ბედნიერი მომავალი თქვენ ჩვენო პატარებო. წმინდა ნინო იყოს თქვენი მფარველი“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203