თბილისის N107 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით იზეიმეს
03-06-2021

თბილისის N107 საჯარო სკოლა მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავს და ღონისძიებებს მოსწავლეებიც ხალისით უერთდებიან.

გამონაკლისი არც 1 ივნისი იყო, სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით ღია ცის ქვეშ იზეიმეს.

დაწყებით საფეხურის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ასფალტი ფერადი ცარცებით მოხატეს და სკოლის ეზოშივე დარგეს ხე. ასევე, პატარებმა შექმნეს ნახატები.

თბილისის N107 საჯარო სკოლის ისტორიაში კიდევ ერთი ხალისიანი და დასამახსოვრებელი ჩაიწერა, რომელიც მოსწავლეებისთვის სასიამოვნოდ აღიბეჭდება სასკოლო მოგონებებში. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად, სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203