„ჩვენ მშვიდობა გვინდა“ - ვაქირის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღეს ნახატები გამოფინეს
03-06-2021

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის ილო მოსაშვილის სახელობის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ და ღონისძიებებში მოსწავლეებიც დიდი მონდომებით ერთვებიან.

გამონაკლისი არ იყო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეც. ამ თარიღს წელს მე-3 კლასის მოსწავლეები თემატური ნახატების გამოფენით შეურთდნენ.

„ჩვენ მშვიდობა გვინდა“ - ამ სლოგანის ქვეშ გააერთიანეს მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები და საკუთარი უფლებების დაცვის აუცილებლობა ხელოვნების ენით, კვლავ შეახსენეს საზოგადოებას.

პატარების ნამუშევრებმა მოწონება დაიმსახურა და მათი მესიჯები აუდიტორიამდე მიიტანა.
მე-3 კლასის კლასის ხელმძღვანელია - ირმა გოძიაშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203