„როცა სკოლას მოსწავლეები მართავენ და თან არაჩვეულებრივად“ - წერეთლის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე ორიგინალურად აღნიშნეს
03-06-2021

„როცა სკოლას მოსწავლეები მართავენ და თან არაჩვეულებრივად“ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ორიგინალურად აღნიშნეს.

მე-10 კლასის მოსწავლეებმა დირექტორის, მასწავლებლების, მანდატურისა და სკოლის სხვა წარმომადგენლების როლები მოირგეს და ერთი დღით სკოლა მართეს. მათი დამრიგებელი ხათუნა სისვაძეა.

პროექტის ინიციატორი სკოლის დირექტორი მარინა მაჭარაშვილი იყო.

„მიყვარს ჩემი სკოლა. ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს გილოცავთ ბავშვებო!

X კლასის მოსწავლეებს დიდი მადლობა! განსაკუთრებულად ფუსფუსებთ დღეს.

ალბათ, ეს სკოლა ერთ-ერთია მათ შორის, სადაც ყველაზე მეტადაა დაცული თითოეული ადამიანის უფლება განურჩევლად სტატუსისა.

ბავშვები იზრდებიან საუკეთესო მაგალითებზე და ეს თქვენი დამსახურებაა“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203