შაშიანის საჯარო სკოლის მოსწავლე სანდრო გიორგაძე წერილის წერის კონკურში მონაწილეობისთვის სიგელით დაჯილდოვდა
03-06-2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საჯარო სკოლის მოსწავლე სანდრო გიორგაძე კონკურსში „მიწერე წერილი ბიბლიოთეკას“ - წარმატებით მონაწილეობდა და მადლობის სიგელიც დაიმსახურა.

„დირექცია ულოცავს ჩვენი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე სანდრო გიორგაძეს გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ინიციატივით გამოცხადებულ კონკურსში „მიწერე წერილი ბიბლიოთეკას“ - წარმატებულ მონაწილეობას და დამსახურებულ მადლობის სიგელს, უსურვებს სამომავლო წარმატებებს.

კონკურსის ორგანიზატორების განცხადებით, შემოსული წერილები აიკინძება ერთ წიგნად და მიმდინარე წლის განმავლობაში დაიბეჭდება. აღნიშნული წიგნი გადაეცემა თითოეულ მონაწილეს“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203