„თითოეული თქვენგანი საქართველოს ხვალინდელი დღეა“ - ჭიათურის N2 საჯარო სკოლის პედაგოგმა მაკა ცერცვაძემ მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა
03-06-2021

ჭიათურის N2 საჯარო სკოლის I კლასის ხელმძღვანელმა მაკა ცერცვაძემ მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და ბედნიერი ბავშვობა უსურვა თითოეულს. ეს დღე ფერადი და ღიმილიანი იყო პატარებისთვის.

„ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! მინდა ბედნიერი, ლაღი და ღიმილიანი ბავშვობა გისურვოთ! თითოეული თქვენგანი საქართველოს ხვალინდელი დღეა, მომავალია, რომელიც მჯერა, რომ აუცილებლად იქნება წარმატებული“, - აღნიშნა პედაგოგმა.

იხილეთ ვიდეო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203