„ვიცავთ პირად ჰიგიენას, ვიცავთ ცხოვრების ჯანსაღ წესს“- ქვედა საზანოს N2 სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობა შეასრულეს
03-06-2021
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლა „ახალი სკოლის მოდელში“ აქტიურად არის ჩართული. სკოლაში პროგრამის ფარგლებში არაერთი საინტერესო პროექტი ხორციელდება.
„პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრება ბედნიერების საწინდარია“ ფარგლებში მესამე კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლის მზია ჩაფიძის ხელმძღვანელობით, განახორციელეს აქტივობა - „ვიცავთ პირად ჰიგიენას, ვიცავთ ცხოვრების ჯანსაღ წესს“.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია და შექმნეს საინტერესო პოსტერი.
აქტივობის წარდგენას ესწრებოდა პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ ლიდერობის ექსპერტი ქალბატონი ნანა გიორგობიანი, აგრეთვე სკოლის ადმინისტრაცია და დაწყებითი კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია