კირნათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს მაისის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს
07-06-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

ამჯერად, izrune.ge-ს მაისის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს და დიპლომები დაიმსახურეს - ანასტასია წითელაძემ, ანრი ცინცაძემ, მარიამ ცინცაძემ და ნიკა ცინცაძემ.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203