დამიის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე ტრადიციულად საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს
03-06-2021
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ტრადიციულად საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს.
მხიარული სკეტჩებით, სიმღერებით, ცეკვებითა და თამაშებით დატვირთული კონცერტი მაყურებელთა და მოსწავლეების შეძახილებისა და აპლოდისმენტების თანხლებით მიმდინარეობდა, რაც ცხადია, მონაწილეებს დიდ სტუმულს სძენდა.
ეს ღონისძიება უფროსი მასწავლებლის ლუსინე დარბინიანის ინიციატივით ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ სოფელ დამიის საჯარო სკოლა მსგავსი აქტივობებით გამორჩეულია.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია