„ჩვენ მზის შვილები ვართ“ - დაბლაციხის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
03-06-2021
„ჩვენ მზის შვილები ვართ“ - ამ ლოზუნგით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

მოსწავლეებმა ფერადი ცარცებით, ლამაზად მოხატეს სკოლის შენობისკენ მიმავალი მოასფალტებული გზა.

აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203