ეწერის საჯარო სკოლაში ბიოლოგიასა და მათემატიკაში საინტერესო გაკვეთილები ჩატარდა
07-06-2021

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში დასწრებითი სწავლება წარმატებით გრძელდება. პედაგოგები მუდმივად ცდილობენ დანერგონ სიახლეები, ამის ნათელი დადასტურება გახლავთ VII და VIII კლასში ჩატარებული ბიოლოგიისა და მათემატიკის გაკვეთილები.

ბიოლოგიის მასწავლებელმა მაია არაბიძემ თემაზე „ძუძუმწოვრების მრავალფეროვნება“ საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა.

„მთელი გაკვეთილების განმავლობაში მოსწავლეებმა გვამოგზაურეს ეგზოტიკურ სამყაროში წარმოადგინეს პრეზენტაციები, უამრავი ფოტო და ვიდეო მასალებით.

თემაზე „პითაგორას თეორემა“ მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე ინტერესით იყვნენ ჩართული (მათემატიკის მასწავლებელი მადონა გამეზარდაშვილი)“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203