ქობულეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს დიპლომები მოიპოვეს
04-06-2021
აკაკი წერეთლის სახელობის ქობულეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

ამჯერად, izrune.ge-ს მაისის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს და დიპლომები დაიმსახურეს მოსწავლეებმა - ანასტასია ქათამაძემ, დემეტრე ხინიკაძემ, ლიზი დათიაშვილმა, ლიზი რიონიძემ, საბა ლორთქიფანიძემ, შოთა ჯინჭარაძემ, თომა თვალაბეიშვილმა და ზაზა სარიშვილმა.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203