ძლევიჯვრის საჯარო სკოლაში სპორტული ოლიმპიადა ჩატარდა
03-06-2021
ბესიკ კაპანაძის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვრის საჯარო სკოლა მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას აქტიურად ეწევა და ამისთვის, მათ სხვადასხვა ღონისძიებებითაც ხშირად ანებივრებს.
ამჯერად, ძლევიჯვრის საჯარო სკოლაში, მორიგი შიდასასკოლო სპორტული ოლიმპიადა ჩატარდა. შეჯიბრის ორგანიზატორია სპორტის მასწავლებელი კობა სიქტურაშვილი.
ძლევიჯვრის საჯარო სკოლა პედაგოგს მადლობას უხდის, მოსწავლეებს კი წარმატებას უსურვებს.
„მადლობას ვუხდით სპორტის მასწავლებელს, კობა სიქტურაშვილს და ჩვენს ჩემპიონებს“ - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია