ოჩეს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებს ტესტირება ჩაუტარდათ
03-06-2021
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩეს საჯარო სკოლა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ინიცირებულ პროექტში - „შეფასება განვითარებისთვის“ ჩაერთო.

პროექტის ფარგლებში, მეოთხე კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენაში საცდელი ტესტირება გაიარეს.

ოჩეს საჯარო სკოლა თითოეულ მოსწავლეს წარმატებას უსურვებს:

„დღეს მეოთხე კლასელებმა გადადგეს პირველი ნაბიჯი და მონაწილეობა მიიღეს ქართული ენის ტესტირებაში. წარმატებები მათ“ - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

პროექტს ოჩეს საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებიც უერთდებიან და საცდელ ტესტირებას  ქართულ ენასა და მათემატიკაში გაივლიან. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პროექტზე მუშაობა 2019 წელს დაიწყო და მისი მიზანი მეოთხე და მეექვსე კლასის მოსწავლეების ცოდნისა და უნარების შეფასებაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203