ვალის N4 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს
03-06-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის N4 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის სართაშორისო დღეს ღონისძიება გამართეს.
სკოლის მოსწავლეებმა ამ დღეს ნახატები, ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს.
„ბავშვები-ეს ხომ ყველაზე ძვირფასია, რაც გაგვაჩნია. ამიტომ აუცილებელია მათზე ზრუნვა და შრომა იმისათვის, რომ უკეთესი ცხოვრება ჰქონდეთ. პატარების ღიმილი და ბედნიერი სახეები ხომ ყველაზე დიდი სიმდიდრეა ამქვეყნად“,-ამბობენ ვალის N4 საჯარო სკოლაში . აგრეთვე, სკოლის ადმინისტრაციამ მათი მოსწავლეების თამადობით ყველა ბავშვს ეს დღე მიულოცა და ბედნიერი ბავშვობაც უსურვეს. უნდა ითქვას, რომ ვალის N4 საჯარო სკოლა მსგავსი აქტივობებით გამორჩეულია.