ღების საჯარო სკოლის პედაგოგ თამარ სამსონიძის ავტორობით ტოლერანტობის თემაზე საინტერესო პრეზენტაცია მომზადდა
03-06-2021

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებლის - თამარ სამსონიძის ორგანიზატორობით eTwinning-ის საერთაშორისო პროექტ „ტოლერანტობის“ ფარგლებში ერთობლივი პრეზენტაცია მომზადდა.

„eTwinning-ის საერთაშორისო პროექტ „ტოლერანტობის“ ფარგლებში შეიქმნა თანამშრომლობითი, ერთობლივი პრეზენტაცია გუგლ დრაივზე/Collaborative Presentation On Google Drive. პრეზენტაციაზე იმუშავა ქართველმა და უცხოელმა მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ონლაინ რეჟიმში.

პრეზენტაციის ავტორი და პროექტის ორგანიზატორი იყო პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელი და ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი - თამარ სამსონიძე", - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203