მათხოჯის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
03-06-2021
ვარლამ ძიძიგურის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
„მათხოჯის საჯარო სკოლის მეორე და მესამე კლასების მოსწავლეებმა 1 ივნისს მხიარულად აღნიშნეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და მიულოცეს თანატოლებს. სკოლის ეზოში გაიმართა ასფალტზე ხატვა. პატარებმა დახატეს საყვარელი საგნები, საკუთარი სურვილები და ოცნებები გადმოსცეს თავიანთ ნახატებში. ამ დღის მხიარულად აღნიშვნაში მათ დაეხმარნენ კლასის ხელმძღვანელები: ირმა ძიძიგური და ია ბარაბაძე.
მათხოჯის საჯარო სკოლა ულოცავს ყველა პატარას ბავშვთა დღეს და უსურვებს წარმატებულ და ბედნიერ მომავალს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს