თბილისის N200 საჯარო სკოლა-პანსიონში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
03-06-2021
თბილისის N200 საჯარო სკოლა-პანსიონში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეები მრავალფეროვან აქტივობებში იყვნენ ჩართულნი, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ მოეწყო. 1 ივნისს სკოლის ეზო ბედნიერებითა და ხალისით იყო სავსე.
1 ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე — დააწესა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია