ღრელის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი „ანბანის გაცილებით“ დააგვირგვინეს
03-06-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს პირველი კლასის მოსწავლეებმა.

„27 მაისს სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლაში პირველი კლასი ორმა მოსწავლემ დაამთავრა, მათ „ანბანის გაცილებით“ დააგვირგვინეს სასწავლო წელი, წარმოადგინეს ლექსები, სიმღერები, გამოცანები და სახალისო აქტივობები.

კლასის ხელმძღვანელმა ნინო შველიძემ და სკოლის დირექტორმა ნონა ივანიძემ პატარებს მიულოცეს ეს დღე. სკოლის დირექტორმა ნათელი მომავალი უსურვა პატარებს და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა ისინი“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203