ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიან ჭყონია ლიტერატურული მარათონის ერთ-ერთი გამარჯვებულია
03-06-2021
ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მარიან ჭყონია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ქვეპროგრამის - „კონკურსები და ოლიმპიადები“ ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.

„გილოცავთ მარიამ !
გამარჯვებული II კატეგორიაში: ჭყონია მარიამ -  ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, I ადგილი;

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ქვეპროგრამის - „კონკურსები და ოლიმპიადები“ ფარგლებში 2013 წლიდან ატარებს ლიტერატურულ მარათონს, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ აჭარის ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების VII – XII კლასების მოსწავლეები კატეგორიების შესაბამისად. 

ლიტერატურული მარათონის პირველ ტურში მონაწილე 543 მოსწავლიდან მეორე ტურში გადავიდა რეიტინგული სიის 35-35 მონაწილე კატეგორიების შესაბამისად. მეორე ტური ჩატარდა ინდივიდუალურად, წამყვანთან ერთად წერილობით პირისპირ შერკინების ფორმით“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203