„უსახელო გმირები ქართულ საბავშვო ლიტერატურაში“ - მატნის N1 საჯარო სკოლის IV კლასში საინტერესო პროექტი ჩატარდა
03-06-2021
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებში ჩატარდა პროექტი - „უსახელო გმირები ქართულ საბავშვო ლიტერატურაში“.

„მატნის N1 საჯარო სკოლის IV კლასში განხორციელდა პროექტი - „უსახელო გმირები ქართულ საბავშვო ლიტერატურაში". პროექტის ხელმძღვანელი იყო მასწავლებელი ნონა ნონიაშვილი.

მოსწავლეებმა 2 თვის განმავლობაში დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით იმუშავეს. მოიძიეს დამატებითი ინფორმაცია იმ გმირი წინაპრების შესახებ, რომლებიც სახელმძღვანელოშია შეტანილი და დაამუშავეს სხვადასხვა კუთხით: დაწერეს სხვადასხვა ჟანრის ტექსტები, მისწერეს წერილები გმირებს, მოირგეს მათი როლები და გადმოსცეს ემოცია.

მეოთხე კლასელებს განუვითარდათ მრავალმხრივი უნარი და რაც მთავარია, ამ კლასში საფუძველი ჩაეყარა პროექტურ სწავლებას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203