„დაე, ყველა ბავშვს ჰქონდეს ლაღი ბავშვობა და წარმატებული მომავალი“ - ბერშუეთის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
03-06-2021

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. პედაგოგებმა ბავშვებს ეს დღე მიულოცეს. მოსწავლეები კი ფერადი ბუშტებითა და ნამუშევრებით ხელდამშვენებულები იყვნენ.

„ჩვენი სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა და დამრიგებელმა ქალბატონ ხათუნა მაისურაძემ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს...  

დაე, ყველა ბავშვს ჰქონდეს ლაღი ბავშვობა და წარმატებული მომავალი... გილოცავთ თვენ დღეს ჩემო პატარებო“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203