თბილისის N60 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღნიშნეს
03-06-2021

თბილისის N60 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს. დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ამ დღეს ულამაზესი ნამუშევრები მიუძღვნეს, მათ კლასში, მილოცვის ნიშნად, ფერადად მოხატული დაფა დახვდათ.

„მსოფლიოს ბავშვებს ვულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. განსაკუთრებით კი ჩემს აღსაზრდელებს, ბედნიერ, ლაღ და წარმატებულ მომავალს ვუსურვებ. გილოცავთ!!!“- წერია სკოლის ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203