ჭახათის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სახალისო აქტივობები მიეძღვნა
03-06-2021

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა აქტივობებით აღინიშნა.    

პედაგოგებმა მოსწავლეებთან ბავშვის უფლებათა კონვენციის შესახებ ისაუბრეს და სახალისო აქტივობებში ჩაერთვნენ.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - დააწესა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203