ახოს N1 სკოლის პედაგოგებმა მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის დღე საინტერესო და სახალისო აქტივობებით გაულამაზეს
03-06-2021

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს N1 საჯარო სკოლაში 1 ივნისი აღნიშნეს. 

სკოლის პედაგოგებმა მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესო და მხიარული აქტივობებით გაულამაზეს. 

სკოლის ფოიე და ყველა საკლასო ოთახი მოირთო ფერადი ბუშტებით, მასწავლებლებმა მოსწავლეებს დაფაზე ემოციური მისალოცი წერილები დაუტოვეს.

„პირველი გაკვეთილი ყველა კლასში მიეძღვნა საუბარს ბავშვთა დაცვის დღის დაარსებასა და ბავშვთა კონვენციაზე. მესამე გაკვეთილის შემდეგ, სკოლის ეზოში, ნორჩმა მხატვრებმა შეასრულეს ნახატები, მხატვრული სიტყვის ოსტატებმა გამოთქმით თქვეს ლექსები, შეასრულეს სიმღერა საქართველოზე და კლასებს შორის ჩატარდა „მხიარული სტარტები“.
ბედნიერ და უზრუნველ ბავშვობას გისურვებთ, ბავშვებო!!! 
დაე, მუდამ იყოს მზე!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203