„ჩვენი უფლებები“ - პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით მინი აქცია გამართეს
03-06-2021
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს.
სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე პედაგოგმა მელანო შავლიძემ ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის შესახებ ისაუბრა.
ამის შემდგომ, მოსწავლეების ინიციატივით, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით მინი აქცია სახელწოდებით - „ჩვენი უფლებები“ გამართეს, რომელიც ინფორმაციული ხასიათის იყო. აქციის მსვლელობისას მოსწავლეები თავიანთი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ საუბრობდნენ.
აღსანიშნავია, რომ პირველი მაისის საჯარო სკოლაში მსგავს პროექტებს ხშირად ახორციელებენ, რაც მოსწავლეებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია