„ჩრდილების თეატრი“ - თბილისის N103 სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
03-06-2021
თბილისის N103 საჯარო სკოლის მე-3ბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი თინა ქიზიყურაშვილი) პროექტზე - „ჩრდილების თეატრი“ იმუშავეს.
მოსწავლეები პროექტში ხალისით ჩაერთვნენ და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
მათ მუყაოს ქაღალდებისგან გამოჭრეს სასურველი ზღაპრის პერსონაჟები, გააფორმეს ეკრანი და გაახმოვანეს ზღაპრების ეპიზოდები. პრეზენტაციისას ისაუბრეს, თუ როგორ შექმნეს ჩრდილები და რა ემოცია დაეუფლათ მუშაობის პროცესში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია