ოლადაურის საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები დიდი სიყვარულით გააცილეს
03-06-2021

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლადაურის საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. 

სკოლიდან 2021 წლის კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით, საზეიმო ვითარებაში გააცილეს. 

სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა მეთორმეტეკლასელებს გზა დაულოცეს და შემდგომი წარმატება უსურვეს, კურსდამთავრებულებმა კი პედაგოგებს გაწეული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203