ჟოშხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში დიპლომები დაიმსახურეს
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟოშხის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.მოსწავლეები
izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერად,
izrune.ge-ს მაისის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს და დიპლომები დაიმსახურეს მოსწავლეებმა - მათე ავეტიანცმა და გიორგი ავეტიანცმა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.