ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლემ კრივში აჭარის შიდა ტურნირზე პირველი ადგილი მოიპოვა
03-06-2021
ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. აღნიშნული მიზნით, ხშირად იმართება სხვადასხვა ტიპის სპორული აქტივობები, შეჯიბრები და ტურნირები.
მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ გარე სპორტულ შეჯიბრებებშიც. სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამჯერად, ციხისძირის სკოლის XI კლასის მოსწავლემ მიშა კვესიეიშვილმა კრივში პირველი ადგილი მოიპოვა აჭარის შიდა ტურნირზე.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია