მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში ბიომრავალფეროვნების დღე აღნიშნეს
03-06-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინერობს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეებმა გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების დღე აღნიშნეს.
„2 ივნისს სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლას ესტუმრნენ წყალტუბოს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გრიგოლ ყურაშვილი, პროექტ „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ კოორდინატორი ცირა ბერეკაშვილი და პროექტის კოორდინატორის ასისტენტი შოთა ნუცუბიძე. მათ მე-4 კლასის 18 მოსწავლეს საჩუქრად გადასცეს ფლომასტერები და გასაფერადებელი ჟურნალები“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია