მესხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სკოლის ეზო მოხატეს
03-06-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

„მესხეთის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეებმა მოხატეს სკოლის ეზო. ამასთან, ჩატარდა სპორტული აქტივობები, რომელშიც მონაწილეობა პედაგოგებმაც მიირეს. დღემ მხიარულად და  საინტერესოდ ჩაიარა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203