„არა ბულინგს“ - ქერეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
03-06-2021
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელთან ერთად, პროექტზე - „არა ბულინგს“ იმუშავეს.
მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სლაიდები, ნახატები და კომპოზიციები (დიორამა) შექმნეს.
პრეზენტაციიის დროს ბავშვებმა ბულინგის თემაზე ინსცენირება გააკეთეს. როგორც კლასის პედაგოგმა განმარტა, მოსწავლეები აქტივობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი. აღსანიშნავია, რომ მსგავს პროექტებში ქერეს საჯარო სკოლის მოსწავლეები ხშირად მონაწილეობენ.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია