
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის დიდი მონდომებით აღნიშნავენ. განსაკუთრებული ყურადღება კი საქართველოს ისტორისს მნიშვნელოვან თარიღებს ეთმობა.
ამ მხრივ გამონაკლისი არ იყო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ამ თარიღის აღსანიშნად, VIII კლასის მოსწავლეებმა ნია და დაჩი კომახიძეებმა, პედაგოგ ნინო დიასამიძის ხელმძღანელობით, საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს. მათმა ნამუშევარმა აუდიტორიაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
პრეზენტაციისთვის მოსწავლეები სკოლის დირექციამ სიგელებით დააჯილდოვა.
იხილეთ ფოტოები: