„ჩემი უფლება, ჩემი თავისუფლება“ - ჭიათურის N4 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორცილდა
02-06-2021
 
ჭიათურის N4 საჯარო სკოლაში პროექტი - „ჩემი უფლება, ჩემი თავისუფლება“ განხორციელდა.

აღნიშნული ღონისძიება თანასწორობის იდეას ეფუძნებოდა, მასში როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები და მშობლები მონაწილეობდნენ. ეს ერთგვარი თანასწორობის ტრიადა იყო, რომელიც მიგვანიშნებდა, რომ ყველა პიროვნება ინდივიდუალურია და მათ თანაბარი უფლებები გააჩნიათ.

ამგვარი ღონისძიებებით ჭიათურის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს თავიდანვე თავიანთი უფლებების შესახებ აწვდიან ინფორმაციას, რაც ბავშვთა სწორად განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203