ფცის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანი ღონისძიებით „გააცილეს“
02-06-2021

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა პირველ სასწავლო წლის წარმატებით დასრულება იზეიმეს. 

მოსწავლეებმა ანბანის გაცილების ღონისძიება გამართეს. პირველკლასელებმა დედა ენასა და ანბანს ლექსებით ხოტბა შეასხეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

„შექმნილი კოვიდვითარების გამო, უსაფრთხოების მიზნით, ფცის საჯარო სკოლის პირველ კლასში წელს ანბანი მოკრძალებულად გავაცილეთ. 27 მაისს საკლასო ღონისძიებას მხოლოდ 2 დამხმარე მშობელი დ რამდენიმე მასწავლებელი დაესწრო. მიუხედავად ამისა, პირველკლასელებმა მაინც ომახიანად და გულიანად ისაუბრეს საკუთარ თავზე, ლექსებით შეაქეს ანბანი და დედაენა, უმღერეს სამშობლოს, ანბანსა და დედაენას, შრომისა და მზრუნველობისათვის მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებს. ბოლოს კი, საზაფხულო საკითხავებით დატვირთულები, დაემშვიდობნენ პირველ კლასს, სკოლასა და მასწავლებლებს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203