გოდოგანის საჯარო სკოლა დირექტორს გლოვობს - „ეტალონი“ ნანა ბეღელაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
02-06-2021

etaloni.ge - ს შემოქმედებითი გუნდი მწუხარებას გამოთქვამს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გოდოგანის საჯარო სკოლის დირექტორის ნანა ბეღელაძის გარდაცვალების გამო.  

ნანა ბეღელაძე არაერთი წელი წარმატებით ხელმძღვანელობდა გოდოგანის საჯარო სკოლას და მუდმივად ამაყობდა თავისი მოსწავლეებითა და მასწავლებლებით.  

etaloni.ge - სთან ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში კი ნანა ბეღელაძე დირექტორისთვის გამორჩეულ თვისებებზე საუბრობდა და აღნიშნავდა, რომ შეუძლებელია კარგი დირექტორი იყო თუ არ ხარ შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერი და უსაზღვროდ არ გიყვარს ბავშვები.

დირექტორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ მისი ყოფილი თუ ახლანდელი მოსწავლეები, პედაგოგები და სასკოლო საზოგადოების სხვა წარმომადგენელნი.

„ეტალონი“ უთანაგრძობს სკოლას და ნანა ბეღელაძის ოჯახს ასეთი ღირსეული და პატივსაცემი პიროვნების გარდაცვალების გამო. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203