ქვემო ხვედურეთის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე სპორტულ-გასართობი ღონისძიებით აღნიშნეს
03-06-2021

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვედურეთის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

ამ დღესთან დაკავშირებით სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეები მასში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ და იაქტიურეს. 

მოსწავლეთა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი ზურაბ ჯუშოშვილი გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203