ბათუმის N18 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პეპის როლი მოირგეს
02-06-2021
ბათუმის N18 საჯარო სკოლაში ღონისძიება პეპის ვილა „ყიყლიო“ დადგეს, სადაც მე-3დ კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ბავშვებმა პეპის როლი მოირგეს, სხვადასხვა ფორმები და ფერადი კაბები ჩაიცვეს და მაყურებელს სასიამოვნო სანახაობა შესთავაზეს. მე-3დ კლასის მოსწავლეები მაყურებლების წინაშე მუსიკალური ნომრებით წარდგნენ, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ ამგვარი ღონისძიებები ბათუმის N18 საჯარო სკოლაში ხშირად ეწყობა.