იტავაზის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა აქტივობით აღნიშნეს
02-06-2021
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ იტავაზის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა აქტივობით აღნიშნეს.

მოსწავლეებმა სკოლის ეზო ფერადი ცარცებით მოხატეს და დღე ხალისიანად გაატარეს.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე პირველ ივნისს აღინიშნება.

აღსანიშნავია, რომ პირველად, ეს დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203