
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლებთან ერთად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნად, სოფლის მახლობლად გვირილების მინდვრისკენ გაემართნენ.
ბავშვებმა თან სახატავი რვეულები, ფერადი ფანქრები და პალიტრა წაიღეს; ხატავდენენ ლამაზი ბუნების პეიზჟებს, მშობლიური სოფლის მთა-გორებს. მზიანმა და ხალისიანმა გარემომ ბავშვები გაახალისა. მათ წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმრერები და გაიხსენეს მხიარული ამბები.
იხილეთ ფოტოები: