ბავშვთა დაცვის დღესასწაული ჯვარას საჯარო სკოლაში
02-06-2021

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარას საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს. 

1 ივნისს, დილიდანვე პოზიტიური განწყობა სუფევდა ჯვარას საჯარო სკოლაში, მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები სიყვარულით ულოცავდნენ მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის დღეს.

მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია მორთეს ნაირფერი ყვავილებით, დახატეს მათი თვალით დანახული ფერადი სამყარო.

„ჯვარას საჯარო სკოლა ულოცავს ყველა პატარას ამ დღეს და უსურვებს მშვიდობიან და ლამაზ გარემოში ცხოვრებას, გამთლიანებულ, ერთ მუშტად შეკრულ სამშობლოში წარმატებების მიღწევას“,-აღნიშნულია სკოლს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203