ხიზაბავრის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
02-06-2021

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ზეიმით აღინიშნა.

განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ დაწყებითი კლასების მოსწავლეები. მათ სკოლის ეზოში სხვადასხვა აქტივობებით მიულოცეს ერთმანეთს და მსოფლიოს ბავშვებს მათთვის მნიშვნელოვანი დღე.

1 ივნისს მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 

პირველად ბავშვთა დაცვის დღე 1959 წლის 1 ივნისს აღნიშნეს და ამ დღესასწაულმა 51 ქვეყანა მოიცვა. ამ დღის შემდგომ, ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს თითქმის ყველა ქალაქში.

ბავშვთა უფლებების კონვენცია მიღებულია 1889 წლის 20 ნოემბერს, რომელშიც არის 54 მუხლი და ის აყალიბებს ბავშთა კეთილდღეობის და განვითარების თითოეულ ეტაპს.
საქართველო ამ კონვენციას შეურთდა1994 წელს და ყველა დაკისრებულ უფლებებს და მოვალეობებს ასრულებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203