დაუვიწყარი ბავშვთა დაცვის დღესასწაული თბილისის N6 საჯარო სკოლაში
02-06-2021
თბილისის N6 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, II კლასში 1 ივნისი განსაკუთრებული აქტივობებით აღინიშნა.ბავშვთა დაცვის დღესასწაული, რომელიც კლასის ხელმძღვანლის თეონა მერაბიშვილის ორგანიზებით გაიმართა, დაუვიწყარი იყო მოსწავლეებისთვის. 

პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203