
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.
ეროვნულ დღესასწაულს საინტერესო და ინფორმაციული ღონისძიება მიეძღვნა.
„ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი დღის- საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულში ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც შეიტანეს თავიანთი მოკრძალებული წვლილი. სკოლის ისტორიის მასწავლებლის - თამარ ჩაჩანიძის ხელმძღვანელობით ბავშვებმა საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია მიაწოდეს თანატოლებს საქართველოსათვის ამ მეტად მნიშვნელოვანი პერიოდის შესახებ. ღონისძიებას ამშვენებდა ჩვენი საყვარელი გოგო-ბიჭების ცეკვა-სიმღერა“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: