„ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“ - სერგიეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი სპორტული ღონისძიებით დაასრულეს
02-06-2021

მარტვილის მუნიციპალიტეტის, სერგიეთის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია ეს ყველაფერი პირველკლასელებისთვის, რომლებმაც პანდემიურ პერიოდში შეაღეს მშობლიური სკოლის კარი და ახლაც, არცთუ მარტივ ვითარებაში უწევთ დამშვიდობება მასწავლებელთან.

დიდი სიყვარულით გააცილა სერგიეთის  საჯარო სკოლამ პირველკლასელები და მოუთმენლად დაელოდება 15 სექტემბერს - როცა უკვე გაზრდილები, თუმცა ისეთივე საყვარლები კვლავ გადააბიჯებენ საკლასო ოთხის ზღურბლს. მანამდე კი პატარები მშობლიურ სკოლას სპორტული ღონისძიებით დაემშვიდობნენ და ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ  „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203