ალასტანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ღონისძიებით დაასრულეს
02-06-2021

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ალასტანის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობდა. მოსწავლეები ჩართულები იყვნენ სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, მშვენიერ შედეგებზეც გავიდნენ.

ახლა კი დადგა დრო, როდესაც სკოლამ უსყვარლესი ბავშვები - პირველკლასლები  უნდა დაითხოვოს, თუმცა დირექცია და პედაგოგიური საზოგადოება მოუთმენლად დაელოდება 15 სექტემბერს - როცა უკვე გაზრდილები, თუმცა ისეთივე საყვარლები კვლავ გადააბიჯებენ საკლასო ოთხის ზღურბლს.

ალასტანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ღონისძიებით დაასრულეს და კლასის დამრიგებელს, შოღერ თუმასიანს პირობა მისცეს, რომ სწავლა ძალიან, ძალიან ეყვარებათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203