მარტყოფის N1 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით ღია ცის ქვეშ იზეიმეს
02-06-2021
„გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს ჩვენო საყვარელო ბავშვებო“ - ასე მიულოცა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მარტყოფის N1 საჯარო სკოლამ მოსწავლეებს. 1 ივნისი სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიებებით ღია ცის ქვეშ იზეიმეს.

სკოლის მოსწავლეებმა სკოლის ეზო საზეიმოდ მორთეს,  სადაც სხვადასხვა აქტივობები ჩატარდა.

მოსწავლეებმა ბავშვთა უფლებების შესახებ პოსტერები დაამზადეს. დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა კი ეზო მოხატეს.

მასწავლებლები მოზარდებს საკუთარი უფლებების შესახებ ესაუბრნენ.

ღონისძიებების დასასრულს ბავშვებმა ბუშტები გაუშვეს. დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი გამოდგა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203